ირაკლი ღარიბაშვილი-აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის შეასრულოს თავისი გადამწყვეტი როლი რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ისტორიულ სესიაში. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. საქართველო მზადაა შეასრულოს თავისი გადამწყვეტი როლი რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის