განვიხილეთ რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეუთოს გენერალურ მდივან, ჰელგა შმიდთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სასიამოვნო იყო ეუთო-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრა. განვიხილეთ რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდი ეუთო-ს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ფასეული მონაწილეობისთვის", - წერს პრემიერ-მინისტრი.