სირია აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო დარტყმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის განცხადებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა კვირას, დედაქალაქ დამასკოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაღუპულია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი სამხედრო.

“როიტერსის” ცნობით, მომხდარზე ისრაელის მხარეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, როგორც მედიასაშუალება წერს, ისრაელი ხშირად ესხმის თავს სირიაში არსებულ სამიზნეებს, რომლებიც ირანთან და ჰეზბოლას მებრძოლებთანაა დაკავშირებული, თუმცა იშვიათად აღიარებს საკუთარ ქმედებებს.

სირიის ოფიციალური პირების თქმით, იერიში ადგილობრივი დროით 00:22 საათზე მოხდა. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რაკეტები გოლანის მაღლობებიდან გაუშვეს, რომელიც 1981 წელს ისრაელის მიერ იქნა ანექსირებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა