პეტრე ცისკარიშვილი - გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს სენატორ შაჰინს მოვახსენოთ ჩვენი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით - საგარეო ვექტორის რადიკალური და სამწუხარო ცვლილება სახეზეა, რასაც პარტნიორები ხედავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ.

ცისკარიშვილის თქმით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის ავტორიც ცისკარიშვილის თქმით, სინამდვილეში, სწორედ „ქართული ოცნებაა“.

ცისკარიშვილის განცადებით, საგარეო „ვექტორის ცვლილება“ სახეზეა, რასაც პარტნიორები გრძნობენ.

„ამ შეხვედრაზე ჩვენგან ხატია დეკანოიძე იქნება. ძალიან მნიშვნელოვან და ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში სენატორი ჯინ შაჰინი ჩამოდის და გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს მას მოვახსენოთ ჩვენი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით. ის, რომ საქართველო რკინის ფარდის აღმოსავლეთით არ აღმოჩნდეს, ანუ რუსეთის მხარეს. საგარეო ვექტორის ძალიან რადიკალური და სამწუხარო ცვლილება სახეზეა, რასაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები ხედავენ, გრძნობენ და ჩამოდიან, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც არის. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი აუცილებლად სენატორ შაჰინთან შეხვედრის დროს ის კანონპროექტი იქნება, რომელიც ე.წ. "ხალხის ძალამ" შემოიტანა, რომელიც სინამდვილეში "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული კანონპროექტია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა "ტვ. პირველთან".

სენატორი საქართველოში დღეს ჩამოვიდა, იგეგმება შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა