ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ პეკინმა შესაძლოა მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა“ გაუწიოს, რასაც ჩინეთისთვის "სერიოზული შედეგები" ექნება

უკრაინის ომისთვის, ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიცემას განიხილავს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენმა CBS News-ს განუცხადა, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს „არალეტალურ მხარდაჭერას“ უკვე უწევდნენ, ახალი ინფორმაციის საფუძველზე კი სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ პეკინმა შესაძლოა მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა“ გაუწიოს.

აშშ-ის პირველი დიპლომატის თქმით, ამ ესკალაციას ჩინეთისთვის "სერიოზული შედეგები" ექნება.

ბლინკენი CBS-ს მას შემდეგ ესაუბრა, რაც შაბათს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩინეთის მთავარ დიპლომატს, ვან ის შეხვდა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას მან "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა იმ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ მატერიალურ მხარდაჭერას გაუწევს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა