თენგიზ წულაძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაურესებულია

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მედიკოსთა ჯგუფის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებს შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გამოიხატება წონაში კლებით და სხვა პარამეტრებით.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ დეტალებზე, მონაცემები აღვწეროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა თანადათან გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო. ეს გამოიხატება წონაში კლებით, გასინჯვის მონაცემებით ვამბობთ, რომ მდგომარეობა გაურესებულია. ჯერჯერობით, ამის თქმა შემიძლია, დანარჩენს დეტალურად დავწერთ და გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა წულაძემ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილე, ასევე სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები იმყოფებოდნენ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს