გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე - ჩვენ მოვისმინეთ მოპუტინისტო კომენტატორის გზავნილები

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა „მორიგი მავნებლობა“ იყო.

როგორც ბოკერია აცხადებს, დღეს საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მიიტანს მთავარ გზავნილს, რატომ არის ალიანსში საქართველოს ადგილი.

“ეს იყო მორიგი მავნებლობა, ყველა ნორმალური ხელისუფლება ამ დონის საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაყენებლად და გზავნილის მისატანად პარტნიორებისა და მსოფლიოსადმი. ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება ყოველ გამოსვლაზე. ამის ნაცვლად, ჩვენ მოვისმინეთ ცუდი კომენტატორის გზავნილები. არცერთი გზავნილი არ გაგვიგია, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის. მოვისმინეთ მოპუტინისტო კომენტატორის გზავნილები, სხვას არაფერს არ ჰქვია ღალატი, თუ არა ასეთი საერთაშორისო ტრიბუნის არგამოყენებას საქართველოს ინტერესებისთვის”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა