ანა ბუჩუკური - სენატორების აქ ყოფნა ნიშნავს აშშ-ის მხარდაჭერას, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ

ბუნებრივია ჩვენი გუნდის მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელებაზე თხოვნა იქნება - მიუხედავად იმ სამარცხვინო გზავნილებისა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გვესმის , - ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ამ ვითარებაში საქართველოში სენატორის ვიზიტი არის მორიგი დადასტურება, რომ აშშ საქართველოს მეგობარი და პარტნიორია.”

,, ამ ვითარებაში საქართველოში სენატორის ვიზიტი არის მორიგი დადასტურება, რომ ამ ქვეყნის მეგობარი და პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ვითარებაში სენატორების აქ ყოფნა ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მხარდაჭერას, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, რომელთა ურყევი ნებაა და დიდი ხნის ისტორიული არჩევანია სვლა დასავლეთისკენ. რაც შეეხება გზავნილებს, ბუნებრივია ჩვენი გუნდის მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელებაზე თხოვნა იქნება. მიუხედავად იმ სამარცხვინო გზავნილებისა, რომელიც განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გვესმის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებელია აშშ-ს მხარდაჭერის გაგრძელება და გაძლიერება საქართველოსთვის”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან