ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

პროცესი 15:00 საათზე არის ჩანიშნული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განუცხადა, სხდომას ბრალდებული დაესწრება.

“სასამართლო ბანკის ძარცვის ფაქტზე იმსჯელებს. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. ბრალდებული სხდომას დაესწრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა“, - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით განახლდება. ეს იქნება პირველი სხდომა, როცა ბადრი ესებუა საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის არსებით განხილვას დაესწრება. მან გასულ სასამართლო პროცესზე, როცა პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ჩაერთო, აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე დასწრება სურდა და არა დისტანციურად ჩართვა, ვინაიდან ჩართვისას ხმა ხარვეზებით ესმოდა.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.ა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა