მარიამ ქვრივიშვილმა არეალსის გუნდური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში არეალსის გუნდური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გამარჯვებულებს მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ჯილდოები გადასცა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ნიკლას კარლსონმა.

ფინალური შეჯიბრი კოხტას მთაზე გაიმართა. პირველი ადგილი აშშ-ის გუნდს ერგო, მეორე ჩინეთს, მესამე ადგილი კი უკრაინის გუნდმა მოიპოვა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიების შემდეგ, ბაკურიანში წარმატებით მიმდინარეობს სპორტული ასპარეზობები. მისივე თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ ჩემპიონატის ფარგლებში ამ დრომდე ჩატარებულ ყველა ასპარეზობას უმაღლესი შეფასება მისცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო, ბაკურიანი ღონისძიების მართლაც ღირსეული მასპინძელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 18 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა