ელენე ხოშტარია - მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პოზიციებზე აჟღერებს მიუნხენში, სენატორების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია

სენატორები საქართველოს დემოკრატიის უსაფრთხოების დიდი მეგობრები არიან - მათ ძალიან კარგად ესმით რუსეთის საფრთხე და ეს რეგიონი მთლიანად , - ამის შესახებ პარტია ,, დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ამერიკელ სენატორებთან გამართული მიღების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ის სენატორები არიან, რომელსაც ,,ქართული ოცნების” დეპუტატები შეურაცხყოფით მოიხსენიებენ და რომელთაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა შეუძლიათ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

,,ეს სენატორები საქართველოს დემოკრატიის უსაფრთხოების დიდი მეგობრები არიან. მათ ძალიან კარგად ესმით რუსეთის საფრთხე და ეს რეგიონი მთლიანად, უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე. ამ პერიოდში საუბარი ჩვენს უსაფრთხოების გამოწვევების და დემოკრატიის გამოწვევებზე, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პოზიციებზე აჟღერებს მიუნხენში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მათი ვიზიტი. ეს ის ხალხია, რომელსაც ,,ქართული ოცნების” დეპუტატები შეურაცხყოფით მოიხსენიებენ და ის პირებია, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა შეუძლიათ ჩვენი უსაფრთხოებისთვის”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან