ზურაბ ჯაფარიძე მიუნხენის კონფერენციაზე - როცა ყველა საუბრობს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და პრემიერი რაღაცებს ლუღლუღებს მშვიდობაზე, სირცხვილია

ასეთი რანგის ადამიანების ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს, რომ ამერიკას აქვს ინტერესი ამ ქვეყნის და რეგიონის მიმართ , - ამის შესახებ პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ამერიკელ სენატორებთან არაოფიციალური მიღების შემდეგ განაცხადა.

ასევე, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერის გამოსვლა ქვეყნისთვის სირცხვილი იყო.

,,ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე სრულიად სამარცხვინო იყო, მსოფლიო ლიდერები იქ რას საუბრობდნენ და რა განწყობა არის ზოგადად უკრაინასთან მიმართებით. როცა ყველა საუბრობს, რომ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს და რუსეთი უნდა დამარცხდეს, ყველა ამას იმეორებს, ამ დროს ჩადის ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის პრემიერი და რაღაცებს ლუღლუღებს მშვიდობაზე, ეს ჩემი აზრით, სირცხვილია”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთნ ჯაფარიძემ ისაუბრა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ კანონის ინიცირებას კონკრეტული მიზანი აქვს - წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ.

,,ამ კანონის ინიცირებას კონკრეტული მიზანი აქვს, რომ ხელი შეუშალოს ამ ქვეყნის მიერ სტატუსის მიღებას წლის ბოლოს, ასეთ რაღაცებს სპეციალურად იგონებენ” , - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა