მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენთან პოლონეთში აშშ-ის ჯარების გაზრდისა და მუდმივი ყოფნის შესაძლებობას განიხილავენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განიხილავენ პოლონეთში აშშ-ის ჯარების გაზრდისა და მისი მუდმივი ყოფნის შესაძლებლობას.

მორავიეცკიმ CBS-ის ეთერში აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან პოლონური მხარე აღნიშნული საკითხის განხილვის პროცესშია.

“ასევე ძალიან მადლობელი ვარ ახალი პატრიოტის სისტემების და სხვა თანამედროვე იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოგზავნისთვის“, - განაცხადა მან.

CBS-ის ცნობით, პოლონეთში როტაციაზე შეერთებულ შტატებს ამჟამად დაახლოებით 11 000 პერსონალი ჰყავს.

ბაიდენმა გასული წლის ივნისში განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის საპასუხოდ შეერთებული შტატები პოლონეთში ახალ მუდმივ არმიის შტაბ-ბინას შექმნის.

Reuterr-ის ცნობით, ბაიდენი 20-22 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი წლისთავთან დაკავშირებით პოლონეთს ეწვევა. თეთრი სახლის ცნობით, ის პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას და აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებს შეხვდება, მაგრამ არ აპირებს უკრაინაში გადასვლას.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი