ხათუნა სამნიძე - საქართველოს პრემიერი საუბრობს ისეთი გზავნილებით, რომელიც ერთი-ერთშია რუსულ გზავნილებთან

საქართველოს პრემიერი საუბრობს ისეთი გზავნილებით, რომელიც ერთი-ერთშია რუსულ გზავნილებთან, - ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.

ხათუნა სამნიძის თქმით, პრემიერი მნიშნველოვან ტრიბუნას ქვეყნის ინტერესებისთვის არ იყენებს.

"მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორებისგან, რეგიონის წარმომადგენლებისგან მკაფიოდ ისმის გზავნილი, რომ ისინი უკრაინის გვერდით დგანან და გარდაუვალია უკრაინის გამარჯვება, მის გვერდით დგას მთელი ცივილიზებული სამყარო - ასეთ დროს სამწუხაროდ, საუბედუროდ, ქვეყნის წარმომადგენელი, საქართველოს პრემიერი საუბრობს ისეთი გზავნილებით, რომელიც ერთი - ერთშია რუსულ გზავნილებთან და არ ერიდება რუსული გზავნილებით წარდგეს ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ეს ტრიბუნა არ გამოიყენოს”, - განაცხადა სამნიძემ.

მან ისაუბრა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზეც, რომელიც სამნიძის თქმით, „ქართული ოცნების“ იდეაა.

,,ეს კანონპროექტი არ არის ,,ხალხის ძალის” ინიციატივა, ეს ,, ქართული ოცნებისაა”. ეს არის ,,ქართული ოცნების” იდეა, რომ ამ ქვეყანაში მედიის და არასამთავრობო სექტორის რეპრესიები დაიწყოს, სადაც მაღალი ხარისხის თავისუფლებაა და არის სფერო, რომელსაც ,,ქართული ოცნება” ვერ აკონტროლებს. ისინი რომ არ ებრძვიან უცხოურ ფულს ადასტურებს ის, რომ ჩვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი არის უცხოური სესხი და გრანტები. გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, პანდემიის დროს ეს ქვეყანა ვერ გადარჩებოდა ჩვენ უცხოური ფინანსური დახმარება, რომ არ გვქონოდა. ეს ძალიან კარგად იცის ,,ქართულმა ოცნებამ”, ამიტომ კანონში წერია მხოლოდ მედია და სამოქალაქო სექტორი, რაც ადასტურებს იმას, რომ ,,ქართული ოცნებისთვის” პრობლემაა თავისუფალი მედია და თავისუფალი სამოქალაქო სექტორი", - განაცხადა სამნიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა