ბადრი ჯაფარიძე - განვიხილეთ, როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ  ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს

ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის, თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ამერიკელ სენატორებთან არაოფიციალური მიღების შემდეგ განაცხადა. „ჩვენი ქვეყნის მეგობრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კიდევ ერთხელ მოესმინათ, თუ ჩვენს ქვეყანაში როგორ მიმდინარეობს პროცესები, მაგრამ სენატორი შაჰინი და დურბინი არიან ჩვენი ქვეყნის ერთგულიმეგობრები, მათ თქვეს, რომ საქართველოს ორპარტიული და სრული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს. შესაბამისად, უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ეს მხარდაჭერა გამოვიყენოთ. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, ეს არის იმის გარანტია, რომ ქვეყანა კარგად დაცული იქნება და მას არანაირი რისკის საფრთხე გარედან არ დაემუქრება. მსგავსი შეხვედრები არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის, თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს",- განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მკაფიოდ განმარტეს, რომ ამ კანონპროექტს შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონთან არანაირი კავშირი არ აქვს. "სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მკაფიოდ თქვა, რომ ამ კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონთან, რასაც შეგნებულად დეზინფორმაციას ,,ქართული ოცნების” სპიკერები ავრცელებენ. ეს კანონი ემსახურება იმას, რომ თავისი პროპაგანდა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო რამდენიმე თვეა, პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომდა დამოუკიდებელი ადამიანები, ადამიანები რომლებიც კრიტიკულად არიან ხელისუფლების მიმართ, უცხოელი აგენტები არიან. ახლა უნდათ ეს საკანონმდებლო დონეზე გაამყარონ და ამით ხელში ინსტრუმენტი დაიკავონ, რომ შემდეგ ეს ადამიანები ზეწოლის და დევნის მსხვერპლი გახადონ. ასეთი ტიპის კანონი ყოველთვის იქნება მძაფრი კრიტიკის ქვეშ, თუ ,,ქართული ოცნება” გადაწყვეტს და უმრავლესობით ამას გაიტანს, ცხადია, ,,ქართული ოცნების” პირობებში ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს დევნა, რეპრესიები და შევიწროება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ კრიტიკა მხოლოდ გამძაფრდება იმიტომ, რომ ნათელია ამ კანონპროექტს ერთადერთი მიზანი აქვს, რომ დამატებითი ინსტრუმენტი თავისი პროპაგანდისთვის და მათთვის არსასურველი პირების ან ორგანიზაციების დევნისთვის შექმნან“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე