ენტონი ბლინკენი თურქეთში - ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ხალხის დახმარება - აშშ აქ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თურქეთისთვის დამატებითი დახმარების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ანკარას გრძელვადიან დახმარებას გაუწევს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ხალხის დახმარება... მარტივად რომ ვთქვათ, შეერთებული შტატები აქ არის“, - განაცხადა ბლინკენმა.

მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად ვერტმფრენით დაათვალიერა ჰათაის პროვინცია, რომელიც მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია.

ბლინკენმა თურქეთისადმი აშშ-ის დახმარების კონტექსტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”ეს იქნება გრძელვადიანი ძალისხმევა".

ბლინკენის თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს 50 მილიონი დოლარის გამოყოფას თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მიერ მიწოდებული დამატებით 50 მილიონი აშშ დოლარის გათვალისწინებით, აშშ-ის მთლიანმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შემდეგ 185 მილიონ დოლარს მიაღწია.

როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა თურქეთში სამძებრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა, სამედიცინო აღჭურვილობასთან ერთად.

6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში მსხვერპლთა რაოდენობამ 46 ათასს მიაღწია.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება