ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ბახმუტის დაცვა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისთვის და საკუთარი გამარჯვებისთვის და რომ რუსები ვერასოდეს მოახერხებენ უკრაინის ხელში ჩაგდებას.

„რუსებმა ჯერ ვერ გააცნობიერეს, რომ ჩვენ დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით და ვერასოდეს მიაღწევენ უკრაინის დაპყრობას, როგორც ამას იმედოვნებდნენ. ვემზადებით ხანმოკლე ომისთვის და ჩვენი გამარჯვებისთვის. რაც უფრო სწრაფად მივაღწევთ გამარჯვებას , მით ნაკლები მსხვერპლი გვექნება. 2014 წელს კონფლიქტი გაიყინა და ამას ჩვენთვის სარგებელი არ მოუტანია. მინსკის შეთანხმებებმა პუტინს დრო მისცა მოსამზადებლად. აღარ გავებმებით იმავე ხაფანგში. ჩვენი ჯარისკაცები უფრო მოტივირებულები არიან, რადგან იცავენ თავიანთ ოჯახებს, სახლებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, ღირს თუ არა ხალხის დაკარგვა პატარა ქალაქ ბახმუტის დასაცავად, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ბახმუტოს დაცვა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად და არა იმისთვის, რომ ყველა დაიხოცოს.

„ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ გონივრული იქნება. რუსებს შემდეგ სურთ განაგრძონ შეტევა კრამატორსკსა და სლავიანსკამდე, დონბასის საზღვრებამდე და დნეპრამდე. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ და ამავდროულად ვემზადებით შემდეგი კონტრშეტევისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან