თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 6 210-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 6 210-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, - ინფორმაცია თურქული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მიწისძვრას 6 210-ზე მეტი ბიძგი მოჰყვა“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში 216 166 კარავი დაიდგა, რომელთა მიწოდება თურქეთის შესაბამისმა უწყებებმა, ასევე უცხო ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს.

შეგახსენებთ, თურქეთში სამაშველო ჯგუფებმა სამუშაოები ორი ყველაზე დაზარალებული პროვინციის, ქაჰრამანმარაშისა და ჰათაის გარდა ყველგან შეწყვიტეს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დამანგრეველ მიწისძვრას 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის