რატი ბრეგაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - დროა, ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი - მწამებლები იყვნენ თვითონ და როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად პასუხი უნდა აგონ

დროა, ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი - მწამებლები იყვნენ თვითონ და როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ყოფილ სახელისუფლებო გუნდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ განაცხადა.

როგორც რატი ბრეგაძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რასაც თვითონ „წარმატებით“ აკეთებდნენ.

„დროა, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ – ეს არის ფაქტებით დადასტურებული და როგორც სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი, ისე უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურადაც.

მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯერობით არ გასულა და შესაბამისად, ნუ დაავიწყდებათ ის, რომ მათ ამ ყველაფრისთვის სათანადო წესით უნდა აგონ პასუხი. და რა იგულისხმება ამაში? – ჩახედონ სარკეში საკუთარ თვალებს. ასევე, შეხედონ ადამიანებს და მოუხადონ მათ ბოდიში. ნაცვლად ამისა, დღემდე ცდილობენ საზოგადოების რაც შეიძლება უფრო მეტად დამუნათებას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ რასაც თვითონ „წარმატებით“ აკეთებდნენ, სხვას დააბრალონ. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, დრო არის, რომ თავიანთი პასუხისმგებლობა გაიაზრონ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდგომ მათთან მიმართებით პოლიტიკურ ვერდიქტს ქართველი ხალხი მიიღებს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, 2012 წლიდან სახელმწიფომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყო და არაერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა შეძლეს და სამართალი იპოვეს როგორც ადგილობრივ, ისე სტრასბურგის სასამართლოში.

„შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ დანაშაულზეც, აქ გამოკვეთილი უნდა იყოს ყველა დამნაშავე პირი და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის შესაბამისად უნდა მოხდეს მათი გასამართლება. არის არაერთი შემთხვევა და სტრასბურგის სასამართლოს ეს ბოლო გადაწყვეტილება, მთელი ამ პერიოდის შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა იმისთვის, რომ საზოგადოებამაც და ყველამ იცოდეს, თუ რა ხდებოდა რეალობაში. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად მრცხვენია იმისა, რომ ამ პერიოდში ასეთი არაადამიანური მოპყრობა არსებობდა ციხეში ადამიანების მიმართ. ეს ნამდვილად სამარცხვინოა და როგორც გითხარით, ის კომპენსაცია, რომელიც ამ ადამიანს უნდა გადავუხადოთ, ის უნდა გადაიხადონ დღევანდელმა სახელმწიფომ და იმ ადამიანებმა, რომელთაც პიროვნულად არავითარი ბრალი არ მიუძღვით იმ დანაშაულში, მაგრამ სახელმწიფო არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. შესაბამისად, ყველანი პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ეს ისტორიის მძიმე ფურცელი ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავამუშაოთ და შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ არათუ მსგავსი, არამედ ასეთი სისტემური დანაშაულის მცირე ანასხლეტიც კი, არასდროს იხილოს ქართველმა საზოგადოებამ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა