ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას მედია საშუალებები სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ბალისტიკური რაკეტების გამოცდამდე ორი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა (ICBM) გაუშვა, რამაც კვირას აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი საჰაერო წვრთნები გამოიწვია.

წვრთნებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, კიმ იო-ჯონგი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წყნარი ოკეანის რეგიონის სასროლ პოლიგონად გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია აშშ-ის ძალების მოქმედების ხასიათზე.

„ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ გავლენას, რომელსაც ეს წვრთნები მოახდენს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე. ჩვენს მიერ წყნარი ოკეანის რეგიონის სასროლ პოლიგონად გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია აშშ-ს ძალების მოქმედების ხასიათზე“, - აღნიშნა კიმ იო-ჯონგმა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების ბოლოდროინდელ გაშვებაზე კომენტირებისას სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა, ჩანგ ჯინი-სუკმა განაცხადა, რომ ფხენიანის პროვოკაციების გაგრძელება გააძლიერებს სამხრეთ კორეის მიერ ბირთვული შეკავების საკუთარი საშუალებების შექმნის აუცილებლობას.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა