პაატა მანჯგალაძე - სახელმწიფოს გრანტების სახით 2,5 მილიარდი აქვს მიღებული დასავლეთისგან, მაშინ მთავრობაც უცხოურ აგენტად დარეგისტრირდეს

სახელმწიფოს და მთავრობას გრანტების სახით დაახლოებით 2 მილიარდ ნახევარი აქვს მიღებული დასავლეთისგან, მაშინ საქართველოს მთავრობა დარეგისტრირდეს უცხოურ აგენტად, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენის აგენტის“ თაობაზე პარლამენტში წარდგენილ პროექტს.

მანჯგალაძის აზრით, პრობლემა რომ გამჭვირვალობა იყოს, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შემოიტანდნენ და არა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონს.

„აგენტების შესახებ პროექტს არავითარი საერთო არ აქვს ამერიკულ კანონთან. ვკითხოთ პროექტის ავტორებს, როცა ამერიკამ ეს მიიღო ნაცისტური პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, იგივე რისკებს ხედავენ დასავლეთიდან, რომ იგივე კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ?! სახელმწიფოს და მთავრობას გრანტების სახით დაახლოებით 2 მილიარდ ნახევარი აქვს მიღებული დასავლეთისგან, მაშინ საქართველოს მთავრობა უნდა დარეგისტრირდეს უცხოურ აგენტად. ამ კანონის მიზანია ადამიანების სტიგმატიზება, რომ ისინი საქართველოს პატრიოტები კი არ არიან, როცა კანონის უზენაესობას ითხოვენ, არამედ აგენტები არიან. არანაირი საერთო ამ კანონს დემოკრატიასთან არ აქვს. ის კანონიც არის 100 წლის და გარკვეულწილად შეიძლება შეუფერებელი იყოს ევროპულ სტანდარტთან,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს