მიხეილ დაუშვილი - „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს და მიზნებს არავითარი საერთო აშშ-ს კანონთან არა აქვს - არ შეიძლება დღეს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ ასეთ კანონს იღებდეს

„ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს და ამ პროექტის მიზნებს არავითარი საერთო აშშ-ს კანონთან არა აქვს - არ შეიძლება დღეს საქართველოს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ ასეთ კანონს იღებდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა.

დაუშვილის შეფასებით, როდესაც ინიცირებულ კანონპროექტს ამერიკულ ვერსიას ადარებენ, "საერთოდ სხვაგან არიან".

"აშშ-ს კანონი, რომელიც მიღებულია ჯერ კიდევ 1938 წელს, სულ სხვა მიზნებსა და ამოცანებს ემსახურებოდა. აშშ-ში მიღებული კანონს სხვა საფრთხეებთან ბრძოლის მიზნები ჰქონდა. აშშ-ს კანონი ფარულ სადაზვერვო ღონისძიებებს ეხება. თუ უცხოური ქვეყნის დაფინანსებით რომელიმე ორგანიზაცია ან პირი აშშ-ში ფარულ სადაზვერვო ღონისძიებებს ან ფარულ პოლიტიკურ აქტივობებს განახორციელებს, ითვლება, რომ ამ ტიპის აქტივობები ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამიტომაც ამერიკულ კანონმდებლობაში უფრო მძიმე პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

თუ კანონის მიზანი ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდაა, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის სტატუსის "მირტყმა" რა საჭიროა?! დაარეგისტრირონ კანონი, რომელიც გამჭვირვალობის გაზრდას მოემსახურება - ამას არავინ ეწინააღმდეგება.

ამ კანონის ქვეშ უცხოური გავლენის აგენტის იარლიყი შესაძლოა მიანიჭოს ორგანიზაციას, რომელიც სოციალური მიზნებისთვის მიღებული გრანტებით მოქალაქეებს რეგიონებში სოციალურად ეხმარება", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

პარლამენტის ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე, მმართველ უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" მიერ მომზადებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი წარედგინება.

აღნიშნული კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:

იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა