ვახტანგ მეგრელიშვილი - „ფაშისტები ჯერ იმას მიადგნენ, შემდეგ ამას და ბოლოს მეც მომადგნენო“, დაახლოებით ეს ემართება „ენჯეო“ სექტორს - არათუ მათ არ უნდა შეეხოთ ცვლილებები, პარტიებიც უნდა გათავისუფლდნენ მსგავსი წნეხისგან

„ფაშისტები ჯერ იმას მიადგნენ, შემდეგ ამას და ბოლოს მეც მომადგნენო," დაახლოებით ეს ამბავი ემართება "ენჯეო" სექტორს - არათუ მათ არ უნდა შეეხოთ ცვლილებები, პარტიებიც უნდა გათავისუფლდნენ მსგავსი წნეხისგან, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "უცხოური გავლენის თაობაზე პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ "ქართულმა ოცნებამ" ეს კანონი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ დასავლური ფინანსების კონტროლი სურთ.

"ხალხის ძალა" ძალიან ცდილობს, დააკოპიროს ნებისმიერი რუსული ინიციატივა, რომელიც მას რუსეთს დაამსგავსებს. ძალიან მაინტერესებს, ამ კანონპროექტზე "ქართული ოცნების" პოზიცია როგორი იქნება, რადგან დღეს ამის გაკეთება ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვაკონტროლოთ დასავლეთიდან ფინანსური წყაროები. სინამდვილეში, ეს ამბავი უკვე გაკეთებულია პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, "ენჯეო" სექტორს, რომელსაც ეს ამბავი დღეს ემუქრება, თავის დროზე არათუ ხმა ამოიღეს, არამედ გვიჩიოდნენ კიდეც, რომ რაღაც კანონებს არ ვიცავდით ამ თვალსაზრისით. როგორც თავის დროზე, ფაშისტების შემთხვევაში, "ჯერ იმას მიადგნენ, შემდეგ ამას და ბოლოს მეც მომადგნენო," დაახლოებით ეს ამბავი ემართება "ენჯეო" სექტორს. ეს ცვლილებები არა მხოლოდ მათ არ უნდა შეეხოთ, არამედ პოლიტიკურ პარტიებიც იმ წნეხისგან უნდა გათავისუფლდნენ, რომელსაც სახელმწიფო მარეგულირებლები ახორციელებენ,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა