თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ საბოლოოდ მიდის ქვეყნის დეკლარირებული, კონსტიტუციით გარანტირებული კურსის წინააღმდეგ - ამას სჭირდება პასუხი, როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოების მხრიდან

დამოუკიდებელი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასებით, ხელისუფლება „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას გეგმავს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით კანდიდატის სტატუსზე თვითონვე იტყვიან უარს და შემდგომ ყველაფერს დასავლეთს დააბრალებენ.

„აპირებენ, რომ ეს კანონი მიიღონ. ეს უკვე იქნება ღია განაცხადი, იმის თვითლუსტრაცია, რომ აპირებენ კანდიდატის სტატუსზე ამ ნაბიჯით თვითონვე თქვან უარი და შემდგომ გადააბრალონ დასავლეთს“,-განაცხადა აქუბარდიამ.

როგორც მან აღნიშნა, ეს ქვეყნის ევროპულ მომავალს შეაფერხებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაპირებთ ბრძოლას ყველა ეტაპზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ნორმით, ეს ყველაფერი დიდი ხნით შეაფერხებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის კონსტიტუციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. „ქართული ოცნებისთვის“ ძალაუფლების შენარჩუნებაა მთავარი. რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტი ძალა და „მეხუთე კოლონას“ კვებავს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გზებით, მათ ეს კანონი არ შეეხებათ. ამიტომ, ეს არის ჩვეულებრივი ლუსტრაცია. „ქართული ოცნება“ საბოლოოდ მიდის ქვეყნის დეკლარირებული, კონსტიტუციით გარანტირებული კურსის წინააღმდეგ. ამას სჭირდება პასუხი, როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოების მხრიდან. ამას სჭირდება კომუნიკაცია ხალხთან, თუ რას აკეთებს ხელისუფლება ხალხის დაკვეთის შესრულების ნაცვლად“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ხელისუფლება რუსეთის აგრესიასა და მცოცავ ოკუპაციაზე საუბრის ნაცვლად, ევროინტეგრაციის პროცესს საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ ვხედავთ მცდელობა, რომ დასავლეთი, აშშ წარმოაჩინონ გლობალური ომის პარტიად სხვა დანარჩენ ადგილობრივ ხალხთან ერთად, იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, კრიტიკული მედია თუ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები. ბრძოლა მიმდინარეობს დასავლეთის და არა ოკუპანტი ძალის წინააღმდეგ. ეს არის კაპიტულაცია და თვითლუსტრაციის რეჟიმში შედის „ქართული ოცნება“, - განაცხადა აქუბარდიამ.

გარდა ამისდა, მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის განცხადებები ნეგატიურად შეაფასა და მას „კატასტროფა“ უწოდა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკით საქართველო რუსეთთან მარტო რჩება.

„დასუსტებული საქართველო კრემლის ინტერესია, რადგან ის არ დაუშვებს იმას, რომ ჩვენ გვქონდეს ევროპული, ერთიანი ქვეყანა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაჩაჩანაკებულ, კუთხეში მოქცეულ ვითარებაში, საქართველო მისი უკანა ეზო გახდეს“,-განაცხადა აქუბარდიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება