თამარ კორძაია - ამერიკული კანონის მიზანი იყო ფაშისტური იდეოლოგიის გაჩერება, რა მიზანი აქვს „ხალხის ძალის“ კანონს? - ამბობენ, რომ დღეს ასეთივე საფრთხეა ჩვენთვის დასავლური დახმარება?!

ამერიკული კანონის მიზანი იყო ფაშისტური იდეოლოგიის გაჩერება. რა მიზანი აქვს „ხალხის ძალის“ კანონს? ამბობენ, რომ დღეს ასეთივე საფრთხეა ჩვენთვის დასავლური დახმარება?! ასეთი საფრთხეა იმ სახელმწიფოების დახმარება, რომლებმაც ფაშიზმი დაამარცხეს?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონი ხელისუფლების მაკონტროლებლებს შეზღუდავს.

„სახელმწიფოსთან რაც მიდის (თანხა), ის არ უნდა იყოს გამჭვირვალე და რაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიდის, ის უნდა იყოს გამჭვირვალე?! სინამდვილეში ეს ტყუილია. სახელმწიფოს რომ ფულს აძლევენ გრანტების სახით, ამ ფულის ხარჯვის კანონიერების შესასწავლად ცოტა ფული გაიცემა არასამთავროვო ორგანიზაციებზე და მედიაზე, რომ ამ სუბიექტებმა გააკონტროლონ, რამდენად კანონიერად იქცევა ხელისუფლება. ეს კანონი გვეუბნება, რომ ვინც ხელისუფლებას აკონტროლებს, ისინი უნდა შევზღუდოთო,“ - განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა