საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

„მემორანდუმის მიზანია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობა. ვეტერინარიის მიმართულების პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სააგენტოში გაივლიან პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ასევე, უნივერსიტეტი და სააგენტო ითანამშრომლებენ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით“,-აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, უნივერსიტეტმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან მემორანდუმს, რაც ძლიერი მხარდაჭერა იქნება, სამომავლოდ, პროფესიონალ ვეტერინართა მომზადების მიმართულებით.

"სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, ქვეყანაში არის ამ დარგის სპეციალისტების ნაკლებობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადაა, ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას და მომაზადოს შესაბამისი კადრები, მითუმეტეს, რომ სახელმწიფომ დარგის განსავითარებლად სრული მხარდაჭერა გამოაცხადა და არაერთი პროგრამა აამუშავა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უკვე გადადგა პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი - აკრედიტაციისთვის წარვადგინეთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მაღალი რანგის სპეციალისტებმა შეიმუშავეს. დარწმუნებული ვარ, პროგრამა წარმატებით გაივლის აკრედიტაციას, რაც საშუალებას მოგვცემს მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. მემორანდუმი კი საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასთან ერთად, აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც ნაყოფიერად გამოიყენონ", - აღნიშნა კარლო კოპალიანმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და დარგის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმდენად, რამდენადაც დღეს ერთ-ერთი გამოწვევა ვეტერინარული სპეციალისტებისა და კადრების ნაკლებობაა. ამიტომ, რასაკვირველია, აქტიურად მხარს დავუჭერთ და პრაქტიკულად მოვამზადებთ ახალგაზრდებს, მხედველობაში მაქვს საველე გასვლები, პროფილაქტიკური აცრები, ნიშანდება, საკარანტინო კონტროლი, რათა მომავალში გვყავდეს პროფესიონალი ვეტერინარები,“ - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებულია მხარეების მიერ სხვადასხვა აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა