სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციას უერთდება

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციას უერთდება.

როგორც მათ საერთო განცხადებისას აღნიშნეს, ქართველი ახალგაზრდების ვალია, ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ და 24 თებერვლის აქციაზე გამარჯვებისთვის, უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის მივიდნენ.

„24 თებერვალს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე ახალგაზრდები მივდივართ იმიტომ, რომ უკრაინას მხარი დავიჭიროთ და ვანახოთ, რომ ქართველი ახალგაზრდები მათ პოზიციას იზიარებენ, უკრაინელ ხალხს მხარს უჭერენ. ჩვენი ვალდებულებაა, ისტორიის სწორ მხარეს ვიდგეთ. რუსთაველზე მივდივართ, რათა საქართველომ, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრის სტატუსი მიიღოს. 24-ში აქციაზე გამარჯვებისთვის, თავისუფლებისთვის, უკრაინისთვისა და საქართველოსთვის უნდა ვიდგეთ. ახალგაზრდებს ევროპული მომავალი გვინდა, რათა ხარისხიანი განათლება მივიღოთ", - განაცხადა სტუდენტმა ნინო კვარაცხელიამ.

სტუდენტის, გიორგი ბიწაძის თქმით, ოკუპანტი რუსეთი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერია.

„24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით იმისთვის, რომ ჩვენი მკვეთრი პოზიცია დავაფიქსიროთ. ოკუპანტი ჩვენი და უკრაინელი ხალხის საერთო მტერია. საქართველო ძალიან ცუდ სიტუაციაშია და იმედია, ეს ყველაფერი ოდესმე გამოსწორდება“, - განაცხადა გიორგი ბიწაძემ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე