ირაკლი კობახიძე ბელარუსთან ფრენების აკრძალვაზე - რადიკალური ოპოზიციის მიზანია, მოხდეს ბელარუსთან მაქსიმალური ესკალაცია - ისინი წარსულშიც ცდილობდნენ, რამენაირად მოეპოვებინათ ბელარუსისგან  აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება

ხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს: ამასაც აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის ესკალაცია. გახსოვთ, რომ ისინი წარსულშიც ყველანაირად ცდილობდნენ, რამენაირად მოეპოვებინათ ბელარუსისგან აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. რეალურად, ამისთვის რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მმართველი პარტიის ლიდერი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ნაბიჯი რადიკალური ოპოზიციის მორიგი პროვოკაციაა, რომელიც მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ამ პროვოკაციებს აჰყვება.

„თქვენ გახსოვთ მსგავსი ტიპის პროვოკაციები "ნაცმოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ისინი ითხოვდნენ მაგალითად, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური ნებართვით, ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები რომელიც იყო,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანს, მოხდეს ბელარუსთან ვითარების მაქსიმალური ესკალაცია, ხელისუფლება არ აჰყვება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბელარუსთან ავიამიმოსვლის აკრძალვით დისკომფორტი შეექმნებათ რუსეთსა და ბელარუსში მცხოვრებ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს.

„რა განზრახვა დგას ამის უკან, თავად შეგიძლიათ გაშიფროთ, მაგრამ ჩვენ ასეთ პროვოკაციებში არ ავყვებით რადიკალურ ოპოზიციას. მათი მიზანია, რომ მოხდეს ბელორუსთან მაქსიმალური ესკალაცია, რასაც ისინი ვერ მიაღწევენ. ასევე, მათი მიზანია დისკომფორტი შეუქმნან ჩვენს თანამემამულეებს და თანამოქალაქეებს, რომლებიც ლოჯისტიკურად ყველაზე მარტივად მგზავრობენ რუსეთიდან ბელარუსის გავლით. შეგახსენებთ, რომ 800 ათასზე მეტი, მილიონამდე ქართველი, ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს რუსეთის ფედერაციაში და ბელარუსში; მათთვის ხელოვნურად პრობლემების შექმნა არის რადიკალური ოპოზიციის მიზანი", - განაცხადა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ტელეკომპანია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის მიზნით, ოპოზიცია ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტაა. მათივე ინფორმაციით, ბელარუსული ავიაკომპანიისთვის საქართველოში ფრენის აკრძალვის და მისი სანქცირების მიზნით, ხელისუფლებაზე ზეწოლა იგეგმება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა