გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან, ომიდან ერთი წლის თავზე, საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა მიიღო და მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს - ეს ინფორმაცია ყველას დაგვიმალეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.

როგორც გიორგი ვაშაძემ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დამოკიდებულება, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, შეურაცხმყოფელია.

„მოლდოვაში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფები და ეს წუთია, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თურმე, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან 24 თებერვალს, ომიდან ერთი წლის თავზე, საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა მიიღო და მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ მათ ინფორმაცია ყველას დაგვიმალეს. სწორედ ამიტომ, 24 თებერვალს, თბილისში, რუსთაველზე ყველა უნდა შევიკრიბოთ, რათა ამ მართლაც უღირს ადამიანებს, ჩვენი, ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ. დამოკიდებულება, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, მართლა შოკის მომგვრელი და შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა