ირაკლი ქადაგიშვილი - „აგენტი“ არ ნიშნავს, რომ რაიმე აკრძალულს ან ცუდს აკეთებს - ეს სიტყვა სწორედ ამერიკული კანონიდანაა

როდესაც ადამიანი თუ ორგანიზაცია რაღაცის აგენტად ფიქსირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე აკრძალულს, არაკანონიერს ან ცუდს აკეთებს - „ქართული ძალის“ კანონპროექტი ნათარგმნია ამერიკულიდან, სადაც „აგენტი“ ჰქვია და ეს სიტყვა სწორედ იქიდანაა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის შეფასებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის შესახებ აღშფოთება ტერმინმა გამოუწვია და ჩანს, რომ პრობლემა ტერმინშია.

„კანონპროექტის მთავარი მიზანი დაფინანსების გამჭვირვალობაა და მე ამ გაგებით პროექტს მხარს ვუჭერ. კანონპროექტი არანაირ შეზღუდვას და აკრძალვას არ ითვალისწინებს. მისი დედაარსია ის, რომ როგორც ყველაფერი სახელმწიფოში - პოლიტიკური პარტიებით დაწყებული, ყველა სახელმწიფო დაწესებულებით დამთავრებული, იყოს საჯარო და ღია. გამომდინარე აქედან, ეს რეპრესიული კანონი არ არის. ეს არის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს საჯაროობას. შევთანხმდეთ, რომ თუ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, ეს არის კარგი!

რაიმეს დარეგისტრირება არის პრობლემა?! არანაირი პრობლემა არ არის! როგორც მე ვამჩნევ, ინგლისური ტერმინის ქართულ თარგმანშია პრობლემა, თუ რატომ უნდა ერქვას „აგენტი“, როგორც ეს ამერიკულ კანონში წერია - ძირითადი დისკუსია აქამდე დადის და არავინ დავობს იმაზე, რომ საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე. ასოციაციების აღმძრავი ეს ტერმინი არსებობდეს თუ არა, ამაზეა ახლა დისკუსია.

თუ აშშ-ში ფიზიკური პირი ათი ცენტის ხელშეკრულებას გააფორმებს, ის ვალდებულია, რომ იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდეს. როგორც გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ ორგანიზაციაში ამხელა თანხა იყო გადახდილი? - ხელშეკრულება კერძო პირმა გააფორმა და ესეც კი ვალდებულება იყო. ამ შემთხვევაში კი ლაპარაკია მხოლოდ აიპებ-სა და იურიდიულ პირებზე და არა კერძო პირებზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე, მმართველ უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" მიერ მომზადებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი წარედგინება.

აღნიშნული კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა