ჰელგა მარია შმიდი - ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

ჰელგა მარია შმიდის თქმით, ეუთო იზიარებს საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად არის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

“სასიამოვნო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნახვა.

ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ ეუთოს ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა”,-აღნიშნავს ეუთოს გენერალური მდივანი.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა