ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ორნიშნა ზრდა, როგორც ჩანს, იანვარშიც შენარჩუნდება

„თიბისიმ“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, სავარაუდოდ, იანვარშიც შენარჩუნდება.

„იანვრის საგარეო სექტორის მაჩვენებლები კვლავ ძლიერია. კერძოდ, ექსპორტისა და იმპორტის ზრდამ აშშ დოლარში, 38.5% და 25.2% შეადგინა. ასევე, შესაბამისი შესწორებების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა გზავნილები, დაახლოებოთ, 37.5%-ით, ხოლო ტურიზმის აღდგენამ 2019 წელთან შედარებით, „თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, 167.6% შეადგინა. საგარეო ვაჭრობის უფრო დეტალური მონაცემები და ასევე სებ-ის მიხედვით ტურიზმის დინამიკის იანვრის მაჩვენებლები ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

საერთაშორისო ბაზრების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მოსალოდნელზე ძლიერი დასაქმების მაჩვენებლებისა და უფრო მაღალი ინფლაციის გამო, აშშ დოლარის სხვადასხვა ვადიანობის საპროცენტო განაკვეთებმა მოიმატა. ასევე, დოლარის გაცვლითმა კურსმა ბოლო პერიოდში დაკარგული პოზიციები გარკვეულწილად აღიდგინა. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ ბაზრის მოლოდინებით, ორწლიანი და მეტი ვადიანობის ევროსა და დოლარის საპროცენტო განაკვეთებს შორის დიფერენციალის პროგნოზი, კვლავ ევროს გამყარებაზე მიუთითებს. ასევე, ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ევროსა და დოლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შეფასება, საშუალოვადიან პერიოდში უფრო მყარი ევროს არგუმენტებია. ამ კუთხით, საქართველოსათვის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სავალუტო რისკის აღებისას, პორტფელში ევროსა და დოლარის სავარაუდოდ ოპტიმალური წილის თიბისი კაპიტალის გაანგარიშება კვლავ უცვლელია, რაც ჩვენს ადრინდელ პუბლიკაციებშია ხელმისაწვდომი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა