ხატია დეკანოიძე - ვაპირებ მონაწილეობა მივიღო კომიტეტებში კანონმდებლობის განხილვაში, რომლითაც ანტიდასავლურ გზავნილებზე მყოფ „ქართული ოცნების" განშტოებას საშუალება ეძლევა იყოს სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი

ვაპირებ მონაწილეობა მივიღო კომიტეტებში კანონმდებლობის განხილვაში, რომლითაც ანტიდასავლურ გზავნილებზე მყოფ "ქართული ოცნების" განშტოებას საშუალება ეძლევა იყოს სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი და წარმომადგენლობა ჰქონდეთ ევროატლანტიკურ დელეგაციებში, რაც არის დიდი საფრთხე ქვეყნისთვის,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტიდან დაბრუნდეს პარლამენტში.

"ძალიან დიდი საფრთხეა, რომ ანტიდასავლურ გზავნილებზე მყოფი "ქართული ოცნების" განშტოება იყოს სიდიდით მეორე ფრაქცია, თუ პოლიტიკური ჯგუფი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროატლანტიკურ დელეგაციებში მათ არ ჰქონდეთ არანაირი წარმომადგენლობა, ამიტომ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა და მნიშვნელოვნად მივიჩნევ "ნაციონალური მოძრაობის", ჩემი მეგობრების დაბრუნებას პარლამენტში, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ განხილვებში. ჩემი პოზიცია ჩემმა კოლეგებმა კარგად იციან და ეს საფრთხე დგას განსაკუთრებით, როცა ამ კანონის განხილვა იწყება პარლამენტში. მე ვიზიარებ საპროტესტო აქციებს, იმ სულისკვეთებას, რაც არის ჩვენი მომხრეების დიდ ნაწილში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას არ დავუთმოთ არსად სივრცე, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში. მე კომიტეტებზე ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ კანონმდებლობის განხილვაში, რომელიც არის დიდი საფრთხე ქვეყნისთვის. ეს საფრთხეა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის“ დეპუტატების პროექტს, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები ფრაქციას და პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფს შექმნიან როგორც “ხალხის ძალის“, ასევე პარტია “საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა