ხატია დეკანოიძე - კობახიძის განცხადება უვიზო მიმოსვლაზე ძალიან მძიმეა - ეს არის სახიფათო გზავნილი, არ გამოვრიცხავ, „ქართულმა ოცნებამ" ეჭვქვეშ დააყენოს უვიზო მიმოსვლის მიმართულება

კობახიძის განცხადება უვიზო მიმოსვლაზე ძალიან მძიმეა და ის მიმართულია საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგოდ - ეს არის სახიფათო გზავნილი, არ გამოვრიცხავ, "ქართულმა ოცნებამ" ეჭვქვეშ დააყენოს უვიზო მიმოსვლის მიმართულება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც მიგრაციის და უვიზო მიმოსვლის თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კობახიძე იმეორებს რუსულ პროპაგანდას და პრობლემად სახავს არა ინფლაციას და უმუშევრობას, რაც ქვეყანაშია, არამედ ევროპას.

"კობახიძის განცხადება ძალიან მძიმეა და ის მიმართულია საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგოდ, რადგან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთ- ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი. ეს არის მონაპოვარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, განათლებისთვის, კერძო საქმიანობის განვითარებისთვის, კერძო მეწარმეებისთვის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ განცხადების მიხედვით, კობახიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში უპერსპექტივობის, ინფლაციის, მაღალი ფასების, უმუშევრობის პრობლემა კი არ ყოფილა, როცა ახალგაზრდების გადინება ხდება, არამედ პირველი პრობლემა ყოფილა ევროპა და უვიზო მიმოსვლა. ეს გზავნილი არის ძალიან სახიფათო და ამ გზავნილის შემდეგ არ გამოვრიცხავ რომ "ქართულმა ოცნებამ" ეჭვქვეშ დააყენოს ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის მიმართულება და ეს არის რუსული პროპაგანდის გამეორება", - განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, 2018-21 წლებში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა