21-24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიებები ჩატარდება

“N STUDIA“-ს ორგანიზებითა და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, 21-24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიებები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას „N STUDIA“ ავრცელებს.

მათი ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიება დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, პლაკატების გამოფენას, წიგნების პრეზენტაციას, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვასა და საქველმოქმედო აქციას აერთიანებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების ფარგლებში შეგროვილი თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.

„გელით გამორჩეულ ღონისძიებაზე, რომელიც აერთიანებს დოკუმენტურ ფილმებს, პლაკატების გამოფენას, წიგნების პრეზენტაციას, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვასა და საქველმოქმედო აქციას. ღონისძიებაზე უკრაინელი რეჟისორების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები იქნება წარმოდგენილი, რომლებშიც რუსეთის აგრესიის რეალური სახე ჩანს. ასევე, ომის შესახებ დაწერილ წიგნებსა და შექმნილ პოსტერებს წარადგენენ. დაბოლოს, ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტის ავტორობით გამოცემული პირველი წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია შედგება.

ღონისძიება, ოთხი დღის განმავლობაში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

21 თებერვალი

18:00 - გამოფენა: ანტისაომარი თემატიკის პლაკატები უკრაინიდან. 19:00 - დოკ.ფილმი "როგორ გადარჩე, როცა გკლავენ" (უკრაინა). https://youtu.be/evvVd12Bewk

22 თებერვალი 18:00 - დოკ.ფილმი "მარიუპოლი - არდაკარგული იმედი (უკრაინა).

https://youtu.be/Ts_8K8VuF5o 19:00 - უკრაინისპრეზიდენტისვოლოდიმერზელენსკისწიგნისპრეზენტაცია "გზავნილი უკრაინიდან". გამომცემლობა "ინტელექტი".

23 თებერვალი

18:00 - წიგნის პრეზენტაცია: ბექა ქურხული "უკრაინული დღეები", გამომცემლობა "ინტელექტი".

19:00 - დოკ.ფილმი "დაკარგული სახლი" (უკრაინა). https://youtu.be/fxPB-6uS0Q8 20:00 - დოკ.ფილმი "9 სიცოცხლე" (უკრაინა). https://youtu.be/z_MIH5NI4tM

24 თებერვალი

16:00 - მხატვრული ფილმი "შედრიკი" (უკრაინა).https://youtu.be/-347G5rg_XI

ღონისძიების ფარგლებში შეგროვილი თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება. კინოჩვენებები უკრაინულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით იქნება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

შემოგვიერთდით! ერთად დაუჭიროთ მხარი დაუჭიროთ უკრაინას!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან