პრემიერი - დინამიკა, რაც იკვეთება, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს - ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს: დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ეს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, რადგან „ქართულ ოცნებას“ სხვა ნაბიჯები რომ გადაედგა, „დღეს არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა“.

„ბოლო ინფორმაცია, რაც გამოქვეყნდა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ, უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე, უმუშევრობა შემცირდა. ასევე, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. თქვენ გაეცანით ბოლო მონაცემებს, რომ ვაჭრობა არის ყველა მიმართულებით გაზრდილი, ჩვენს გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეკონომიკის ზრდა. წინასწარი ინფორმაცია მაქვს ფინანსთა სამინისტროსგან, თუმცა, საბოლოო ინფორმაციას უნდა დაველოდოთ სტატისტიკის სამსახურიდან. იანვარში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება. ზოგადად, დინამიკა, რაც იკვეთება, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა: დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები. ასევე გეტყვით, რომ უმუშევართა რაოდენობაც არის შემცირებული, როგორც კაცებში, ასევე ქალებში. ქალაქად და სოფლად ყველგან არის უმუშევრობა შემცირებული. ეს არის ისტორიული მინიმუმი, როგორც უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. ეს არის ჩვენი 2 წლის მუშაობის შედეგი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოლიტიკას. ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, დღეს არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა. მოგეხსენებათ, მიუნხენში ვიმყოფებოდი, ძალიან რთული ვითარებაა. საერთოდ ამ სიტუაციაში გამოსავალი არ ჩანს, არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი. ასე,რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომელიც მხოლოდ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა