პაატა მანჯგალაძე - კობახიძის თქმით, თურმე, ხალხის ქვეყნიდან მასიური გადინება ხდება არა მძიმე ყოფის და „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო, არამედ უვიზო მიმოსვლით, რაც იაფასიანი და მავნე ტყუილია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ უსინდისოდ ამტკიცებს იმას, რომ ქვეყნიდან მოქალაქეების მასიური გადინება არა მძიმე ყოფის, არამედ უვიზო მიმოსვლის გამო ხდება.

„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული კობახიძის განცხადება არა მარტო ტყუილი, არამედ ანტისახელმწიფოებრივია. ჯერ იყო საუბარი დაიწყეს, რომ თითქოს არაფერს გვაძლევს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსის გარეშე არ არსებობს ევროკავშირის წევრობა და ყველა ის სიკეთე, რასაც ევროკავშირი მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ახლა კი, უსინდისოდ ამტკიცებენ იმას, რომ ამხელა მიგრაცია არ გვექნებოდა, რომ არა უვიზო მიმოსვლა და რომ თურმე ქვეყნიდან ხალხის მასიური გადინება არა მძიმე ყოფის და „ქართული ოცნების“ მიერ მოქალაქეებისთვის შექმნილი გაუსაძლისი ეკონომიური პირობების გამო, არამედ უვიზო მიმოსვლის გამო ხდება. ეს იაფფასიანი და მავნე ტყუილია მაშინ, როდესაც ბოლო წლებში ამერიკაზე მოდის ემიგრანტების დიდი წილი, რომლებიც საქართველოდან გაღწევას არა ვიზით, არამედ მექსიკიდან, არაადამიანური, დამამცირებელი და სიცოცხლისთვის საშიში პირობების გავლით ცდილობენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო პერიოდის განცხადებებისა და ქმედებების შემდეგ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენს ევროპულ არჩევანს, ეროვნულ ინტერესს თითქმის იგივე მასშტაბის ზიანს აყენებენ „მშვიდობიანად“, რაც კიტოვანმა და იოსელიანმა იარაღით მოუტანეს საქართველოს.

სწორედ ამიტომ, არ უნდა შევეგუოთ ამას და 24 თებერვალს უნდა ვიყოთ [აქციაზე] ძალიან ბევრი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად საქართველოსთვის, უკრაინისთვის და იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილ საქართველოს წარმოვადგენთ ჩვენ და არა ივანიშვილის კაცის კაცუნების ხელისუფლება“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა“.

„ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით - 3,4 მილიონიდან 2,8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით - 2,3 მილიონიდან 1,9 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყნიდან გასული ლიეტუველებისა და ლატვიელების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ.

ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. კერძოდ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისათვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-12 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა)“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა