საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდისა და წევრი საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლების საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან შეხვედრის მიზანს, ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ხედვის გაცნობა წარმოადგენდა.

„შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო, ადმინისტრირებისა და აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით გატარებული საკანონმდებლო და პრაქტიკულ რეფორმებს და მოხდა მათი ეფექტიანობის შეფასება ყოველდღიურ ბიზნესსაქმიანობასთან მიმართებით.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებული რეფორმები, კერძოდ საგადასახადო ორგანოში შექმნილი მსხვილ გადამხდელთა სამმართველო, დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, საუბარი ასევე შეეხო, წინასწარ და საჯარო გადაწყვეტილებებს, სიტუაციურ სახელმძღვანელოებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელზეც სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ბიზნესმა და შემოსავლების სამსახურმა ერთობლივად იმუშავეს.

შეხვედრაზე BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს რამდენიმე მოსაზრება შემოსავლების სამსახურის გარკვეული პროცედურების კიდევ მეტად დახვეწისთვის, რომელიც მიმართულია შემოწმების პროცესში ერთიანი პრაქტიკული მიდგომების ჩამოყალიბებისკენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, სასურველია დაინერგოს „კეთილსინდისიერი“ გადამხდელის ცნების გამოყენება თავად შემოწმების პროცესში, ასევე უმჯობესია შემოსავლების სამსახურის მხრიდან შეიზღუდოს ბიზნესის მიერ მოგებული სასამართლო დავების სხვადასხვა ინსტანციაში გასაჩივრება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიის წარმომადგენლებს გავაცანით ბიზნეს ასოციაციის მოსაზრებები საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. BAG საკმაოდ ეფექტიანად თანამშრომლობს საქართველოს შემოსავლების სამსახურთან და მიგვაჩნია, რომ ასეთი თანამშრომლობა და კონსულტაციები მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის. თავის მხრივ, აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებული პროცედურების დახვეწისკენ მიმართული ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამები ასევე უნდა ითვალისწინებდეს ბიზნესის მოსაზრებებს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა