პროკურორის განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, ბადრი ესებუას მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურდება

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის განცხადებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ესებუას მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურდება.

როგორც პროკურორი განმარტავს, ბრალდების მხარეს საქმეში საკმარისი მტკიცებულებები აქვს.

„დღეს წარმოდგენილი გვყავს მოწმეები, დაზარალებულები, რომლებიც დაიკითხებიან სასამართლოს წინაშე. ბრალდების მხარეს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე უტყუარი მტკიცებულებები აქვს წარდგენილი, ამ მტკიცებულებების საფუძველზე მისი თანამონაწილეობა დადასტურდება, რომელზეც ის დაკავებულია. ბრალდების მხარეს მტკიცებულებები შეკრებილი აქვს, რიგ მტკიცებულებებთან დაკავშირებით შუამდგომლობებს წარადგენს, ეტაპობრივად გამოიკვლევს და იმასაც გეტყვით, რომ სისხლის სამართლის საქმეში უკვე წარდგენილი მტკიცებულებები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს",- განაცხადა წერეთელმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება