გიორგი ბარამიძე - რეჟიმს არანაირი სურვილი არ აქვს მინიმალურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, როდესაც ღიად, ცინიკურად, პირდაპირ ეთერში კლავს მთავარი პატრიოტული და ოპოზიციური პარტიის ლიდერს

ამ რეჟიმს არანაირი სურვილი არ აქვს მინიმალურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, როდესაც ღიად, ცინიკურად, პირდაპირ ეთერში კლავენ მთავარი პატრიოტული და ოპოზიციური პარტიის ლიდერს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც საქართველოშია, ვერ მოგვარდება, ვიდრე "გავრილოვების, საქართველოს მოღალატეთა ბანდის რეჟიმი არ მოშორდება ხელისუფლებას".

"ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტი არის პროტესტი იმ უმსგავსობასთან მიმართებაში, რასაც ეს რეჟიმი ჩადის. ბოიკოტი იმის გამოვლინებაა, რომ ამ რეჟიმს არანაირი სურვილი არ აქვს მინიმალურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, როდესაც ღიად, ცინიკურად, პირდაპირ ეთერში კლავენ მთავარი პატრიოტული და ოპოზიციური პარტიის ლიდერს. ბუნებრივია, ამით აღვივებენ იმ პოლარიზაციას, რომლის აღმოფხვრისკენაც მოუწოდებს ევროკავშირი საქართველოს ხელოსუფლებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს არის ამ პროტესტის გამოხატულება. ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც საქართველოშია, ვერ მოგვარდება, სანამ გავრილოვების, საქართველოს მოღალატეთა ბანდის რეჟიმი არ მოშორდება ხელისუფლებას" , - აღნიშნა ბარამიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა