პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ამბობდა, ევროპას დემოკრატიით გავაკვირვებთო - ეს არის ევროპის გაკვირვება, კალიგულას მეთოდით რომ უსწორდები ოპონენტს?

არ შეიძლება სახლში იჯდე და ელოდებოდე როდის მოკვდება სააკაშვილი - მე არ მინდა, რომ ყოფილ ლიდერებს დარიშხანით კლავდნენ და ამის გასაპროტესტებლად ვარ მოსული, რათა შეიგნოს ხელისუფლებამ, რომ ეს არ არის ევროპული გზა , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით,"ქართული ოცნების" სტრატეგიაა, გაუსწორდნენ მათთვის „უხერხულ ოპონენტს“, მიხეილ სააკაშვილს.

"ნორმალური მთავრობის და დემოკრატიული მმართველობის პირობებში არც ეს აქცია დაგვჭირდებოდა, რადგან არავინ არ მოკლავდა ოპონენტს. ამერიკელმა ექსპერტმა თქვა, რომ მოწამლულია დარიშხანით და მძიმე მეტალებით და არ შეიძლება სახლში იჯდე და ელოდებოდე, როდის მოკვდება სააკაშვილი. რა სტანდარტსაც დააწესებენ სააკაშვილის მისამართით, ისე მოექცევიან "ქართულ ოცნებას". მე არ მინდა, რომ ყოფილ ლიდერებს დარიშხანით კლავდნენ და ამის გასაპროტესტებლად ვარ მოსული, რათა შეიგნოს ხელისუფლებამ, რომ ეს არ არის ევროპული გზა, ეს არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, რომ როგორც ზვიად გამსახურდია მოკლეს, ისე მოკლან პრეზიდენტები და მმართველები. მე მინდა მშვიდობიანი, უსაფრთხო განვითარება საქართველოსთვის.

"ქართული ოცნება" რომელიც ამბობდა, რომ გავაკვირვებთ დემოკრატიით ევროპასო - ეს არის ევროპის გაკვირვება, რომ კალიგულას მეთოდით უსწორდები ოპონენტს?! ეს არის სამარცხვინო, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს.

"ქართული ოცნების" სტრატეგიაა, გაუსწორდნენ მათთვის უხერხულ ოპონენტს სააკაშვილს და ასიამოვნონ პუტინს, რადგან ეს რეჟიმი ეყრდნობა პუტინის გულის მოგების სტრატეგიულ ამოცანას", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა