ხატია დეკანოიძე - ჩვენ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ

ჩვენ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია ხელისუფლების მიმართ ზეწოლა გაიზარდოს.

„ჩემთვის ჩვეულებრივზე მეტი მნიშვნელობა აქვს იმ საკითხს, რომელიც ახლა განიხილება არა მარტო აქციაზე, არამედ ყოველდღიურად. ეს არის ის, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ. ეს გადარჩენა რას გულისხმობს, პირველ რიგში იმას, რომ ადამიანი უნდა გადარჩეს. ჩვენი ცივილიზებული სახე ეს იქნება, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობა, როგორ დასრულდება. სავალალო შედეგი, ჩვენი არჩევანი ქვეყნის იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია ზეწოლა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. ადამიანები მოდიან, იკრიბებიან, ესეც მნიშვნელოვანია და ბრძოლა ყველა ფრონტზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. დღესაც მიხეილ სააკაშვილი ცუდად იყო, არ იყო კარგად, ძალიან დიდი წონა დაკლებული აქვს და ისევე მძიმე მდგომარეობაა, როგორც აქამდე. ამიტომ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველას გვესმოდეს რამდენად აუცილებელია ამ ადამიანის გადარჩენა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა