ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ვიწყებთ კერძო პარტნიორის შერჩევას

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ვიწყებთ კერძო პარტნიორის შერჩევას - სახელმწიფო იქნება აქტიური მონაწილე პროექტის განხორციელებაში, სახელმწიფოს ექნება 51% ამ პროექტში და ჩვენ შევარჩევთ 49%-ის მფლობელ კერძო პარტნიორს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, კომპანიების მხრიდან ინტერესთა გამოხატვა დღეიდან 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელს მოხერხდება კერძო პარტნიორის შერჩევა პროექტის განხორციელებაში.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დღეს ფორმალურად დაიწყო კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რომელიც წარიმართება ე.წ. კერძო და საჯარო ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში. ეს ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული შერჩევის პროცესია. დღეს ჩატარდა ანაკლიის განვითარების შესახებ ოფიციალური სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა და კომისიამ მოიწონა ინტერესთა გამოხატვის ის პირობები, რომელიც ანაკლიის განვითარების სააგენტომ მოამზადა შერჩეულ საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად. ინტერესთა გამოხატვა გაგრძელდება, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში. ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელთანაც გასული წლის განმავლობაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, დაეგზავნება დეტალური ინფორმაცია პირობების შესახებ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს მოვახერხებთ კერძო პარტნიორის შერჩევას პროექტის განხორციელებაში. ინტერესთა გამოხატვის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გადავლენ მეორე ეტაპზე, სადაც მოხდება უკვე წინადადების მიღება და დაზუსტება, რა დროის განმავლობაშიც, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ყველა იმ სპეციფიკური დეტალის განსაზღვრა და დაზუსტება, რომელიც პარტნიორობის პროცესში იქნება საჭირო, მათ შორის, მხარეთა შეთანხმების დოკუმენტი იურიდიულად უნდა გაფორმდეს მიმდინარე წელს. ეს იქნება პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი, ასევე კონცესიის შესახებ დოკუმენტი და სხვადასხვა დოკუმენტი, რომლის მომზადებაც უკვე მიმდინარეობს ანაკლიის განვითარების სააგენტოს მიერ. პარალელურად მიმდინარეობს ფინანსური დოკუმენტების განახლება, მიმდინარეობს ასევე ბაზრის კვლევების განახლება, დაზუსტება იმ მონაცემების, რაც დღეს რეგიონშია ტვირთებთან დაკავშირებით, ასევე მოხდება იურიდიული დოკუმენტების მომზადება და როდესაც ჩვენ გადავალთ უკვე წინადადების მიღების ეტაპზე, ეს, სავარაუდოდ, იქნება მიმდინარე წლის ზაფხულში, გვექნება ეს დოკუმენტები განახლებული და გამზადებული. რამდენადაც სახელმწიფო აქტიურად აპირებს პროექტის განხორციელებას და ასევე, ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში მოხდეს პროექტის განხორციელება, უახლოეს ხანებში დავაფუძნებთ სახელმწიფო კომპანიას, რომელიც დაიწყებს პროექტის დოკუმენტების განახლებას - ეს არის ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციის განახლება და მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი, იმისთვის, რომ ჩვენ დრო არ დავკარგოთ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, მან განაცხადა, რომ სამშენებლო პროცესი მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს.

„ჩვენი ვარაუდით, სამშენებლო პროცესის დაწყება ჩვენ უკვე მიმდინარე წელს უნდა შევძლოთ - ეს არის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. რაც შეეხება სახმელეთო ინფრასტრუქტურას, ამ კუთხით, დღეს კომისიაზე ვიმსჯელეთ კოლეგებთან ერთად, საქართველოს რკინიგზა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც სახმელეთო გზის, ისე სარკინიგზო მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების დასაგეგმად. მიმდინარე წელი ძირითადად დაეთმობა არსებული დოკუმენტების უკვე განახლებას და საბოლოოდ ჩვენ ვიქნებით მზად, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში დავიწყოთ გზის და რკინიგზის მშენებლობა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა