ლევან დავითაშვილი - ცალსახა არის ერთი რამ, რომ საქართველო არის სოლიდარული საერთაშორისო საზოგადოების, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაუმართლებელ ომზე უკრაინასთან მიმართებით

ცალსახა არის ერთი რამ, რომ საქართველო არის სოლიდარული საერთაშორისო საზოგადოების, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაუმართლებელ ომზე უკრაინასთან მიმართებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, თუ სად დგას საქართველო უკრაინის საკითხთან მიმართებით, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის ფონზე.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პოზიციები ძალიან მკაფიო და ის თანხვედრაშია საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს პოზიციებთან.

„ცალსახა არის ერთი რამ, რომ საქართველო არის სოლიდარული საერთაშორისო საზოგადოების, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაუმართლებელ ომზე უკრაინასთან მიმართებით. საქართველომ ეს დაამტკიცა თავისი მხარდაჭერით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. თქვენ იცით, რომ საქართველო ასეულობით სხვადასხვა რეზოლუციის წევრია, ჩვენ შევუერთდით ყველა ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვიყავით აქტიური ჰუმანიტარული მხარდამჭერი უკრაინელი მეგობრებისა და ძმების. საქართველო დღესაც ათეულობით ათას უკრაინელს აძლევს თავშესაფარს, სოციალურ პირობებს, განათლების საშუალებას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აქ ზედმეტია კითხვის დასმა საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით. საქართველოს პოზიციები ძალიან მკაფიოა და საქართველოს პოზიციები არის თანხვედრაში საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს პოზიციებთან“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან