ლევან დავითაშვილი - ვფიქრობთ, უფრო ცივილიზებულ სასურსათო პირველადი მოხმარების ბაზარს მივიღებთ - გვინდა, კანონი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მივიღოთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანონპროექტს, რომელზეც სამინისტრო მუშაობს და რომელმაც სურსათზე ფასები უნდა დაარეგულიროს, პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს კანონპროექტი სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, კანონის ძალაში შესვლამდეც არის მოლოდინი, რომ სურსათზე, ფასების კლების კუთხით დადებითი ტენდენციები იყოს.

„სურსათის მიწოდების ჯაჭვი უფრო კომპლექსურია, ვიდრე საწვავის. აქ მრავალფეროვნებაც მეტია. სურსათი არ არის ერთი ან რამდენიმე პროდუქტი. ბაზარზე სურსათის ბევრი სახეობა არსებობს, ძალიან ბევრი გვყავს იმპორტიორი, ასეულობით კომპანია, სხვადასხვა მიმართულებით ბევრი დისტრიბუტორი და რეალიზატორი კომპანიაა წარმოდგენილი. შესაბამისად, ამ მუშა პროცესში ჩვენ დავინახეთ, რომ უფრო მეტი სიცხადის შესატანად საჭიროა მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებობდეს, უკვე საკანონმდებლო ინიციატივების სახით. მათ შორის, ჩვენ შევისწავლეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, ევროკავშირის სამართლიანი კონკურენციის შესახებ დირექტივა, რომლის საფუძველზეც მოვამზადეთ ძირითადი პრინციპებით კანონპროექტი. ეს კანონპროექტი დაარეგულირებს ბევრ საკითხს და სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს. დარეგულირდება გადასახადის ვადები მიმწოდებლებისთვის, მათ შორის მარკეტინგული ხარჯების პირობები, ასევე, მარაგების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალედ გაზიარება, ე.წ. დამატებითი რეტრო ბონუსების საკითხი, უკან დასაბრუნებელი პროდუქტების საკითხები და სხვა და სხვა. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მარჟებთან და საკითხის ოპტიმიზაციასთან. ახალი რეგულაციებით, ვაჭრობის სხვადასხვა მონაწილე რგოლი დაინტერესებულები იქნებიან, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური იყოს პროცესები და შესაბამისად, გაზრდილი მარჟები, რომელიც, დღეს, როგორც წესი, ამ გადაზღვევის როლს ასრულებს, ამის საჭიროება აღარ იქნება. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ ის დამატებითი მარჟები შემცირდეს და მომხმარებელმა ოპტიმალურ ფასად მიიღოს პროდუქტი.

ვიდრე კანონი ძალაში შევა, ჩვენ ველოდებით დადებითი ტენდენციები ფასების კლების კუთხით უნდა იყოს სურსათზეც. ეს საკითხი სისტემურად დარეგულირდება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. კანონპროექტში მნიშვნელოვანი სანქციებიც გვაქვს გათვალისწინებული და ვფიქრობთ, რომ უფრო ცივილიზებულ, სასურსათო პირველადი მოხმარების ბაზარს მივიღებთ. გვინდა, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მივიღოთ ეს კანონი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა