გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს 4000-მდე ადამიანი ჰყავდა დასაქმებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს 4000-მდე ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები დასაქმებულები არიან სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაბამის შტაბში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავიდანვე აქტიურად ჩაერთო სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამის მიმართულებით. დაახლოებით 4000 ადამიანი გვყავდა დასაქმებული. ეს ადამიანები დასაქმებული იყვნენ და არიან როგორც სატყეო სააგენტოს, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმართულებით, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ განსახორციელებელ ღონისძიებებში შესაბამისი შტაბის საქმიანობაში. მარტიდან დავიწყებთ აქტიურად მუშაობას, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შტაბი შეიქმნება და ამ ფარგლებში მათ ექნებათ საშუალება აქტიურად ჩაერთონ პროცესში. დღესაც ღია ვართ როგორც სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სხვა მიმართულებით ჩავრთოთ დაინტერესებული ადამიანები და მივცეთ მათ დასაქმების საშუალება. გვაქვს შემთხვევები, როცა ადამიანები, რომლებიც დასაქმების პროგრამის ფარგლებში ჩვენ ავიყვანეთ, შემდგომში მათ აიმაღლეს კვალიფიკაცია და გადავიდნენ ძირითად შტატში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით