ლევან დავითაშვილის განცხადებით, ე.წ. სიეფდი მექანიზმით ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობის პროცესისადმი დიდი ინტერესია და „შესაძლოა, კონკურსი დამატებით სიმძლავრეებზეც მოეწყოს“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ე.წ. სიეფდი მექანიზმით ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობის პროცესისადმი დიდი ინტერესია და „შესაძლოა, კონკურსი დამატებით სიმძლავრეებზეც მოეწყოს“.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ დაანონსებული ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის სქემის თაობაზე საუბრისას მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოლოდინია, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იქნება.

„ჩვენ დავიწყეთ CFD მექანიზმით აუქციონის პროცესი. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს. განაცხადები უნდა მივიღოთ. ინტერესი საკმაოდ დიდია. ვადები არის. მოლოდინი გვაქვს, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იქნება. თუ ჩვენი მოლოდინები გამართლდება და მართლაც ძალიან ბევრი პროექტი მივიღეთ, ვფიქრობთ, შესაძლოა, დამატებით სიმძლავრეებზეც მოეწყოს კონკურსი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. უახლოეს ხანებში პირველი აუქციონის შედეგები გვექნება“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა, ზოგადად, საინვესტიციო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს ამ მხრივ პოზიტიური ტენდენცია იყო.

„საინვესტიციო მიმართულებით ენერგეტიკის სექტორი დომინანტია. ასევე დიდია ტრანსპორტის, დასაწყობებისა და ლოგისტიკის მიმართულები, 2022 წელს მნიშვნელოვანი ინვესტიციები გვქონდა და ეს სფერო ლიდერობდა. საქართველოში ლოგისტიკის მიმართულებით წამყვანი ევროპული კომპანიები შემოვიდა, დღესაც რამდენიმე მიმდინარე კერძო პროექტია (არ ვსაუბრობთ ანაკლიაზე ან სახელმწიფო სტრატეგიულ პროექტებზე).

ჩვენი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა გასულ წელს საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო. იმედი მაქვს, ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდება. ინვესტიციები განხორციელდა როგორც ინფრასტრუქტურაში, ისე ტრანსპორტში, დასაწყობებაში, კომუნიკაციებში, ასევე სამშენებლო და ტურიზმის სექტორებში, გადამამუშავებელ სფეროში და ა.შ. ვფიქრობთ, რომ 2023 წელსაც საინვესტიციო მიმართულებით დაინტერესება ასეთივე დივერსიფიცირებული უნდა იყოს. 2022 წელს სამი კვარტლის მონაცემებით რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გვქონდა, საიდანაც თითქმის ნახევარი მოდიოდა ევროკავშირზე, შემდეგ იყო ბრიტანეთი, ამერიკა და ა.შ. ასე რომ, 2022 წელს ტენდენცია ნამდვილად პოზიტიური იყო“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო