დავით უსუფაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - გამჭვირვალობის ელემენტი ყურით მოთრეულია - ყოველგვარი მითითება ამერიკულ კანონმდებლობაზე არის ტყუილი

გამჭვირვალობის ელემენტი არის სრულიად ყურით მოთრეული - არასამთავრობო და მედია სექტორზე გამჭვირვალე არავინ არსებობს, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტში ინიცირებულ პროექტს გამოეხმაურა, რომელიც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის" შექმნას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ამით ხელისუფლებას, საზოგადოებაში არასამთავრობო სექტორის და მედიის რეპუტაციის დაზიანება სურს.

"არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და არც ერთი მედია არ ხარჯავს არც ერთ კაპიკს, რომელიც არ არის საჯარო, ნეტა ისე სახელმწიფო ორგანიზაციები აღრიცხავდნენ ყველაფერს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ ამას. ამიტომ გამჭვირვალობა თუ ვინმეს უნდამ ყველა მონაცემი დევს საგადასახადო სამსახურში და ყველა დეკლარაცია არის საჯარო, არასამთავრობო და მედია სექტორზე გამჭვირვალე არავინ არსებობს. ამიტომ გამჭვირვალობა არის საბაბი, სინამდვილეში შემოტანილია დებულებები, რომელმაც მედიას და არასამთავრობო სექტორს მოსახლეობის თვალში უნდა მიაწებოს უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ხალხის სტატუსი და შეებრძოლონ ღირებულებებს, რასაც არასამთავრობო სექტორი და მედია ემსახურება. ყოველგვარი მითითება ამერიკულ კანონმდებლობაზე არის ტყუილი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა