ბადრი ესებუას საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარისთვის მათ მიერვე მოპოვებული მტკიცებულებები ეჭვქვეშ არ დამდგარა

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის განცხადებით, ბრალდების მხარისთვის მათ მიერვე მოპოვებული მტკიცებულებები ეჭვქვეშ არ დამდგარა.

როგორც წერეთელი განმარტავს, ხმის ნიმუშის აღების შესახებ შუამდგომლობა მხოლოდ იმის გამო დააყენეს სასამართლოში, რომ კიდევ ერთი, დამატებითი მტკიცებულება ჰქონდეთ.

„ბრალდების მხარის ვალდებულებაა, რაც შეიძლება, მეტი ობიექტური მტკიცებულება წარუდგინოს სასამართლოს და ყველა ის შუამდგომლობა, რაც დღეს სასამართლოში იქნა წარდგენილი, ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, სასამართლომ ობიექტური მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დასკვნა მიიღოს და ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანოს. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია უტყუარი მტკიცებულებები დაკავებული პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით, ეს მტკიცებულებები ეჭვქვეშ არ დამდგარა. ხმის ნიმუშის აღება იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთი, დამატებით, ობიექტური მტკიცებულება გვქონდეს", - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს