„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

20 თებერვალს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის 2 ნომრის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც 20 თებერვლის, საღამოს 19:00 საათიდან 21 თებერვლის დილის 08:00 საათამდე აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზე მობილიზებულია და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 20 თებერვალს საღამოს 19:00 საათზე დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 20 თებერვალს, საღამოს 19:00 საათიდან 21 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში - ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ნუცუბიძის, დელისის, ბუდაპეშტის, ქავთარაძის, ალასანიას, ლვოვის, ონიაშვილის და ასათიანის ქუჩების ნაწილს. ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, ჯებაშვილის ქუჩას და 1 გასასვლელს, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონ დე ბაის, გიორგი ბრწყინვალეს, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთის, თეოდორე ტირონის, ბერი გობრონის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს, დიღომი 7-ს.

გლდანის რაიონში - წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს, ზაჰესის ქუჩების ნაწილს და ქალაქ მცხეთას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს